აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
„მე და პრეზიდენტ სი ძინპინს ერთმანეთთან შესანიშნავი პირადი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მართლაც ასეა. ზოგიერთს ეს არ მოსწონს, მაგრამ მე ძალიან მიხარია. ამან დიდი სარგებელი მოუტანა ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხებს; ვაგრძელებთ ამ მეგობრობის განმტკიცებას, რომელიც სულ უფრო მჭიდრო ხდება – რაც მართლაც გასაოცარია“, – განაცხადა ტრამპმა შეხვედრის წინ.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღესვე შენჭენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.









