LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

დაპოსტა 2026/11/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მოდით, ჩამოყალიბდით, ამ სარჩელს აქვს მტკიცებულები თუ არა, ჩამოყალიბდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა , – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა 3 ასპექტს ითვალისწინებდა და მისი ძირითადი მოთხოვნა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით სასამართლოს კონკრეტული სტანდარტები განესაზღვრა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებით გადაწყვეტამდე განჩინება მიიღოს ან წერილობითი განმარტება გასცეს, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს. 1. თითოეული მოპასუხესთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ წინაპირობასთან მიმართებაში მტკიცების საგანს. 2. პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის გათვალისწინებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. 3. მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს – ეს არის ჩვენი შუამდგომლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ იმხელა საქმეს ვეჭიდებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ მე არ ვიცი, 20-30 წუთი ან თუნდაც დღე რა კავშირში შეიძლება იყოს იმ შესაძლო კატასტროფულ შედეგებთან, რომელიც შეიძლება ამ საქმეს მოჰყვეს, არა მხოლოდ პარტიების აკრძალვით, არამედ იმით თუ რუსეთი ამ სარჩელით რას “გაიპრავებს”. სასამართლო დგას შემდეგი არჩევანის წინაშე, რომ განსაზღვროს სასამართლომ სტანდარტები ახლა და შესაბამისად მხარეებს საშუალება მისცეს, რომ სრულად დაიცვან თავისი და შესაბამისად ქვეყნის ინტერესები ან მერე პოსტ ფაქტუმ გვითხრას უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაში ის, რაც ჩვენ ახლა შეგვეძლო და უნდა გვცოდნოდა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თქვენი განჩინებით დადგენილია, რომ ეს სტანდარტები არ არსებობს და დასადგენია. შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით ის სტანდარტები დადგინდეს, რომლითაც ჩვენ ახლა დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე თავი უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის ამ შუამდგომლობას გამოეხმაურა მოსარჩელე მხარე და განმარტა, რომ ზაზა ბიბილაშვილი უმაღლეს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყენებდა, მისი შუამდგომლობა ცდებოდა სამართლებრივ საკითხებს და ფაქტებზე არასწორად საუბრობდა.

“ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა გამოიყენა ტრიბუნა იმ ყველაფრის გასაკეთებლად, რაც ახსნა განმარტების დროს უკვე ნათქვამი იყო, ამის მიზანიც საინტერესოა. სამართლებრივ საკითხებს საერთოდ ცდება, პოლიტიკურ საკითხებზეც გააკეთა მან განცხადება, ჩვენ მოგვმართა, ფაქტებზე ხომ საერთოდ არასწორად ისაუბრა, მთავარი იცით რა არის? “ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი, შეახსენე , რომ უამრავი ღალატის ხელში შეიქმნა წარმატებული სახელმწიფო წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფის მიერ” ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. სამი დღის განმავლობაში მოსამართლეების კითხვებზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მოსამართლის ციტირებაზე და კითხვებზე პასუხი, რომ არ იყო ისეთი, როგორიც მათ შეიძლებოდა გაეცათ მოსამართლის აცილება დააყენეს, რომ ასეთი კითხვები აღარ დასმულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი ტყუილი გაჟღერდა და ეს ტყუილები, საზოგადოების შესაბამის შეფასებას, რომ იმსახურებს ბატონმა ზაზამ ახლა ეს ტრიბუნა გამოიყენა, რათა პოლიტიკური გამოსვლა გაეკეთებინა და მათ შორის აბსოლუტური ტყუილი ეთქვა, სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თურმე როგორ გაბედა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ კონკრეტულ ღონისძიებას დაესწრო. ბატონო ზაზა მე ვიცი თქვენი კვალიფიკაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ თქვენ კარგად იცით, რომ ნორმატკონტროლის შემთხვევაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არის მოპასუხე და რა გავაკეთოთ? რადგან მოპასუხეა და რწმუნებას კონკრეტული წარმომადგენლების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს გამოდის, რომ საკონსტიტუციოს არც ერთ ღონისძიებას არ უნდა დაესწროს?

რას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”, თუ მაგალითად “ახალი ცვლილებებისათვის” ბატონი გვარამია სულ რამდენიმე დღის წინ ითხოვდა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი კომპონენტი ანუ როდის უნდა შევიდეს ძალაში წინასწარ გაეჟღერებინათ და მიეღოთ გადაწყვეტილება, ახლა ბატონი ზაზა ბიბილაშვილი ითხოვს, რომ რა სტანდარტები უნდა იყოს გამოყენებული და კონკრეტული ფაქტები, როგორ უნდა შეაფასოს პლენუმმა წინასწარ იმსჯელოს და დაადგინოს. მოდით, ჩამოყალიბდით, ამ სარჩელს აქვს მტკიცებულები თუ არა, ჩამოყალიბდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ და სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა და დაანებეთ თავი იქ დაბრუნებას რაზეც 13 დღის წინ ვიყავით. მე-14 დღეა და 13 დღის წინ საუბრობდით არ ვიცით ვინ რას გვედავებაო და დღეს გამოდიხართ, როდესაც მოსამართლეებმა პასუხები თითქმის დაასრულეს პარტიებთან და ისევ ამბობთ არ ვიცით ვინ რას გვედავებაო. არ შეიძლება უბრალოდ და გთხოვთ ბატონო მოსამართლე უზრუნველყოთ, რომ არ იქნას უმაღლესი ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისათვის გამოყენებული და იმ ეტაპზე დასაბრუნებლად, რომელიც უკვე გაიარა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ”, – განაცხადა გორდულაძემ.

მოსამართლეთა პლენუმმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ “სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება”.

“შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ კმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო, მხარე პრაქტიკულად ასაჩივრებს და თავისი შუამდგომლობის შინაარსით არ მოსწონს, ის განჩინებები, რაც პლენუმის მიერ საქმის განხილვის ეტაპზე იქნა მხარეთა შუამდგომლობის პასუხად გამოტანილი. სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება მტკიცებულების სტანდარტთან დაკავშირებით ერთგვარად იკითხება, რომ მხარეს სურს სასამართლომ წინასწარ უთხრას თუ რა მტკიცებულებებს რისთვის და რა მიზნობრიობით გამოიყენებს. ეს არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

23 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ბოდბის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტერის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის...

დაწვრილებითDetails

“ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა” -რა დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა” -რა დეტალები ხდება ცნობილი
მთავარი

, მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ რაფი ორუჯოვს ყოფილ მეუღლესთან...

დაწვრილებითDetails

“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მთავარი

იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

“ევროპული კურსის დაკარგვის ფასი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვა არაა” – სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
მთავარი

საქართველო როგორც ევროკავშირში გაწევრიანებს, ასევე ევროპის გლობალური დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის ისტორიული შანსებს კარგავს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

“ესტაკადებითა და გზების გაფართოებით საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ!” – კახა კალაძე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს - სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის შეფასებით,...

დაწვრილებითDetails

დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების...

დაწვრილებითDetails

“ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა” – გიორგი სიორიძე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო - ასე უპასუხა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის შეკითხვას,...

დაწვრილებითDetails

” სასამართლო ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება!” – ხატია დეკანოიძე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის – ხატია დეკანოიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, უცხო ტერმინის - „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შემოწმების იდეას, საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”...

დაწვრილებითDetails

“მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები მტკიცედ იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” -გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

მივესალმები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმება მკაცრ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

პრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
მთავარი

პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Aktuálně.cz იტყობინება. როგორც მედია წერს, ერთმანეთს დაბალი სიჩქარით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"