,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე რაფი ურუჯოვი პოლიციამ დააკავა.
მას ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვას ედავებიან. – ინფორმაციას ადგილობრივი მედია marneulifm.ge სუავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით რაფი ურუჯოვი დააკავეს.
ამ დროისთვის პარტიას მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.










