შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
“სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.







