მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ნია იმნაძის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებულის მშობლების ჩვენება უდავოდ ცნეს.
“დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. “სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ნიაკოს” მშობლები “თაკო” და “ვალე”.
სასამართლოს შესასვლელთან მხდალმა გიორგი ლეკიშვილმა დაგვინახა მე, ჩემი ყველა ძმა, ყველა რძალი, ჩემი შვილი და პროცესი რომ დაიწყო, მერე გახადა ნია იმნაძის მშობლების ჩვენება უდავო!
სად ხართ ბაბლი?!
თქვენი “სექსუალურად შეურაცხყოფილი” და “არასწორად დაპატიმრებული არასრულწლოვნის” მშობლებმა, სათქმელი არაფერი გვაქვსო!
2 კვირა იძახდა “ნიაკოს” მშობლები, რომ სასამართლოსთვის მომზადება სჭირდებოდათ, წუხელ გვიან ღამით თქვეს, რომ თანახმა იყვნენ დაკითხულიყვნენ და…
რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?!
იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა?
მაგრამ იცოდეს სამყარომ, ნია იმნაძის და გიორგი მალანიას მშობლებს, ასევე გიორგი ლეკიშვილს, მაინც არ ასცდებათ გისოსები, სულ რომ სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ!!!” – წერს ეკა კუპატაძე.










