რუსეთში აივინფექციის გავრცელებამ კლასიკური რისკ-ჯგუფების საზღვრები გაარღვია და ფართო მოსახლეობა მოიცვა. ეპიდემიოლოგების მონაცემებით, ქვეყნის 27 რეგიონში ვირუსი ორსული ქალების 1%-ზე მეტს უდასტურდება, რაც საერთაშორისო კლასიფიკაციით გენერალიზებული ეპიდემიის მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ვირუსით 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 40-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 3%-ს აჭარბებს.
ექსპერტები ვითარების დამძიმების მთავარ მიზეზად მკურნალობის არასაკმარის დაფინანსებასა და მედიკამენტებით არასაკმარისობას ასახელებენ – პაციენტების თითქმის ნახევარი ანტირეტროვირუსულ თერაპიას სათანადოდ ვერ იღებს, რაც ვირუსის უკონტროლო გადაცემას განაპირობებს.
სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.
სამედიცინო გამოცემა Medvestnik-ის ცნობით, 2025 წელს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის რვა კერა აღირიცხა, რომლებშიც ჯამში 104 პაციენტი დაინფიცირდა. ეს მაჩვენებელი აივ ინფექციისა და ჰეპატიტების შემთხვევებს აერთიანებს.










