LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი

” ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული” – ლევან მახაშვილი

დაპოსტა 2026/11/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში, სადაც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი ძველი ბრალდებების კრებულია და საქართველოსთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა.

მახაშვილმა ანგარიშში არსებულ „ორმაგ სტანდარტებზეც“ ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიუსელთან დიალოგის აღსადგენად მზადაა.

„ეს ნამდვილად ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს. გაბრაზებული ადამიანის, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძულა მაგრამ მაინც ვერ გააკეთებინა ის, რაც მას უნდა. ამ დოკუმენტში არაფერი ახალი არ წერია, ეს არის თავმოყრა, ასე ვთქვათ, გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც ჩვენ გვესმოდა გასული თვეების განმავლობაში. ამიტომ ჩვენთვის მას რაღაც დამატებითი ახალი ღირებულება არ აქვს.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ, არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა. ეს ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, რომელშიც აბსოლუტურად არანაირი ხედვა საქართველოსი არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი აბსურდული განცხადება და თუნდაც ერთ ძალიან კარგ მაგალითად რად ღირს ეგრეთ წოდებული „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ მოხსენიება.

ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს მკვლელობის მცდელობებით ასამართლებენ ევროპაში, საქართველოში მას უწოდებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ მათ გათავისუფლებას. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მკაფიოა და ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს არის ცალმხრივად, გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში.

ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ფორმატებს, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები იყოს ობიექტური, დაბალანსებული, ექსპერტების დონეზე და რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე აღვადგინოთ დიალოგი, რომ თუკი რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს კონკრეტულ კანონებზე, სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყველაფერზე გავცეთ ამომწურავი პასუხ დეტალურად, სიღრმისეულად და არა ასე, ზედაპირულად და გუგლის გამოყენებით”, – განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ევროკომისიის კომუნიკე გაფართოების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში, რომელსაც ევროკომისიის ანგარიში შეეხება, საქართველოში აღინიშნა „განგრძობადი უკუსვლა ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კვლავაც მხოლოდ ჰქვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ის კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდელ პროცესს მოაქვს”.

პროექტის თანახმადვე, „საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით”.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“თქვენ იხილეთ პრემიერი, რომელიც საუბრობდა დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის” – შალვა პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა, ეს რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს - თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის - და რაც ახლა ევროპამაც დაინახა: სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, - ამის შესახებ პარტია „გახარია...

დაწვრილებითDetails

“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ
მთავარი

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან. ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი...

დაწვრილებითDetails

თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. სასამართლომ ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს,...

დაწვრილებითDetails

ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი. ისინი...

დაწვრილებითDetails

მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილმა ცოლზე მერიის შენობაში იძალადა – სამირა ბაირამოვა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მარნეულის მერიაში დასაქმებული ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მერიის შენობაში - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული კაცი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია. ბაირამოვას თქით,...

დაწვრილებითDetails

“უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი “- მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, -...

დაწვრილებითDetails

“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას
მთავარი

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ხონს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ეწვია. პატრიარქმა მეუფე საბასთან...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა. მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა...

დაწვრილებითDetails

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, სამსახურში საინტერესო წინადადება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კურო დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"