მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულები.
„ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულები. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის 9 წელი. თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეს, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც, რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.









