LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი

“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი

დაპოსტა 2026/10/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ჩუბინიძის ბრალი მის ჟურნალისტურ საქმიანობას ან მის რომელიმე სტატიას არ უკავშირდება.

„დომენტი ჩუბინიძე ბრალდებულია იმაში, რომ მან ჩაიდინა სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მის მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იმ საფუძვლით, რომ არსებობს მისი მხრიდან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაგრძელების საფრთხე.

სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული საფრთხის არსებობა და მას პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ გამოძიება გრძელდება. გამოძიება ტარდება და ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საჯარო განცხადებები. გამოკითხული არიან მოწმეები და იკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

ეს გამოძიება სწორედ ჩუბინიძის მიერ განხორციელებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს. ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს და მას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას.

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. მისი ქმედებები ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რას საქმეში ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი და ამან, რა თქმა უნდა, არსებითად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები.

ეს არის მისი მხრიდან, როგორც საჯარო ფიგურის მხრიდან, გაკეთებული არაერთი მიზანმიმართული განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. მისი ბრალდება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას”, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 017 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გუშინ გარეთ დაინახეს, კატეგორიულად უარყოფს....

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური რუსთავის №6 საპატიმროს მსჯავრდებულის, გელა ისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 საპატიმროს მსჯავრდებულ გელა ისაშვილს პასუხობს. საუბარია პატიმარზე, რომლის საუბრის აუდიოჩანაწერი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი დავითაძის - იმ მსჯავრდებულის ოჯახმა გაავრცელა, რომელიც ციხის თანამშრომლებს ხელით გაუპატიურებაში...

დაწვრილებითDetails

” ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია ქვეყნის სათავეში! ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, მაგრამ ჩემი სიკვდილი უარესი იქნება!” – ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ, პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გარეთ დაინახეს. როგორც გლდანის ციხესთან მან განმარტა, ბილანიშვილს ფოტოებიც გადაუღეს....

დაწვრილებითDetails

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება სამი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი რუმინეთის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

“რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული… პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა”-პროკურატურა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული… პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა”-პროკურატურა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე
მთავარი

პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებსა თუ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილონ და გადაამოწმონ აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია იმ შუამავალ პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებში ინვესტირებასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"