LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/10/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.

„არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს, რომ „არა“.

„არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს – კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ე.წ. სახელმწიფოებს – აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ვერანაირად ვერ აღიარებს, შესაბამისად, მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება.

„ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს. აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად, მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე,“ – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.

„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა, რომელიც ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. როგორც კობახიძემ განმარტა, ზურაბაშვილი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზეც რჩება.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ" წყარომ განუცხადა  შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კუხის ტერიტორიაზე მოხდა.  მისივე ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა....

დაწვრილებითDetails

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას...

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული...

დაწვრილებითDetails

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"