მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 176 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.39%-ით არის მომატებულია.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 134.27 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.50 დოლარით ანუ 0.38%-ით მომატებულია
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 57.47 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.17%-ით მომატებულია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი მომატებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 360 ლარია (16 ოქტომბერს – 357 ლარი იყო), 750 სინჯის – 270 ლარი (16 ოქტომბერს – 267 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 210 ლარი ღირს (16 ოქტომბერს – 209 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.82 ლარი (16 ოქტომბერს – 4.74 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.22 ლარია (16 ოქტომბერს – 4.15 ლარი იყო).










