“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იზრდება. სამჯერ გაიზარდა ბოლო პერიოდში მედიანურიც და ეგ ხელფასი. ამიტომ ეს არის მთავარი და არა ის, რომ რამდენია. თქვენ რა, ახლა გინდათ, რომ როდესაც ვთქვათ 20 წლის წინ 40 ლარი იყო ხელფასი და 60 ლარი, ერთ წელიწადს 5 000 დოლარი გახდეს? მთავარი აქ არის დინამიკა, რომ იზრდება” -თქვა ჟურნალისტებთან 12 ოქტომბერს, ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.
გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით მოიმატებს და 415 ლარი იქნება. საქსტატის ბოლო მონაცემებით კი საქართველოში 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9 პროცენტით [194.5 ლარით] გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.










