LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი

დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

დაპოსტა 2026/10/12-ში
A A
364
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება.

პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება “სოფლად სახლის” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2600 დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და სოფლად სახლის პროგრამა, იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

კავშირი საერთოდ აღარ მაქვს – ქუთაისში, სტუდენტი 22 000 ლარამდე თანხას დაეუფლა და მიიმალა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტმა თანატოლებისგან 22 000 ლარამდე მიითვისა და მიიმალა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. სტუდენტების განცხადებით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო....

დაწვრილებითDetails

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. დეპარტამენტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა რომ ფიზიკურ პირები ნ. მ. (მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი,...

დაწვრილებითDetails

“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იზრდება. სამჯერ გაიზარდა ბოლო პერიოდში მედიანურიც და ეგ ხელფასი. ამიტომ ეს არის მთავარი და არა ის, რომ რამდენია....

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 02:00-იდან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, მთა...

დაწვრილებითDetails

„10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე“

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
17 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა”
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული და წარმატებული დღე გელით. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.   კურო   ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 179 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.43%-ით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"