LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ახალგაზრდობის სააგენტო”-სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული

რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში 21 აპრილამდე

დაპოსტა 2020/03/24-ში
A A
289
ნახვა
გაზიარება

მთავრობის ადმინსიტრაციაში უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედებს.

„ მიმოსვლის შეზღუდვა. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ.

ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა, გარდა ემ-2 და ემ-3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა ემ-2 კატეგორიისთვის.

საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვები:

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ადინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი.

აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი- ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ასევე, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა.

ღონისძიებების აკრძალვა:

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. რაც შეეხება შეკრებებს, მანიფესტაციებს და თავშეყრის შეზღუდვას, აიკრძალვა შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს. ისეთები, როგორიც არის სხვადასხვა სახის სარიტუალო ღონისძიებები.

10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2-მეტტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცის სამინისტროს რეკომენდაციებს.

რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს:

რესტონებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიქტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანზე სერვისის და ე.წ. დრაივის მომსახურებით.

შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მოგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პერსონალი ვალდებულია, გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი, ასევე ხშირად, თხევადი საპნით და წყლით უნდა დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით.

„ამასთან, პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმები“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მიტანის სერვისის ობიექტები ვალდებულები არიან პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ჭურჭელში, ხოლო მრავაჯერადად გამოსაყანებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფექცია. ამასთან, სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი

ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესებიც განმარტა. მისი თქმით, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.

„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშლებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც განმარტა.

„ეკონიმიკის სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან: საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოყვანისა და ტვირთის ტრანპორტირების მიზნით განახორციელონ ფრენები. უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში და დანიშნულების ადგილებში. გამოყონ სასტუმრო დდა განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით.

საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები:

ჩერდება ან გადაიდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული აღსრულებები, ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი, ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. დგინდება ნოტარიუსების საქმიანობის განსახვებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა მიმართულებებით დაწესებული გარკვეული დაშვებების შესახებაც ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.

მისი თქმით, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

მისი თქმით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

„ასევე ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების, წვდომის გარეშე; შეზღუდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ასევე გარკვეული დაშვებები არის გაკეთებული რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მიტანის ან პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში.

 

გაზიარება140

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"