LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე

“წელს საქართველოში 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება…” – ივანე ჩხაიძე

დაპოსტა 2026/10/07-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით – ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას დავეყრდნობით, ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე და არა სტაციონარზე. ასევე ფიქსირდება იმ ტიპის ვირუსების მომატებული რაოდენობა, რაც მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის დაავადებას იწვევს. ეს არის – ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.

ერთადერთი ქვეყანა სადაც ფიქსირდება გრიპის ადრეული აფეთქება და გრიპის ვირუსის ადრეული დასაწყისი, ეს იაპონიაა. გრიპის ვირუსი აგვისტოში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი იქ გამორჩეულია. ამას, არანაირი გავლენა არ გააჩნია საქართველოზე არც პროგნოზულად და არც რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით. რადგან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ არის მომატებული და არც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის სეზონი წელს სტანდარტულად იქნება ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენთან, ნოემბრიდან იწყება გრიპის გავრცელება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისი ითვლება ვაქცინაციის იდეალურ პერიოდად. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. რისკ ჯგუფებს ( 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები).

როგორც წესი, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, განმარტა, თუ რატომ არის საჭირო გრიპის ვაქცინა ყოველ წელს.

„მოცირკულირე გრიპის შტამები ყოველ წელს განსხვავებულია. გასულ წელს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი სჭარბობდა, 2 წლის უკან „ა“ ტიპის. გრიპის ვაქცინა არ განაპირობებს 1-წლიან დაცვას. გრიპის ვაქცინას დაცვის უნარი 6-8 თვის განმავლობაში აქვს საუკეთესო შემთხვევაში. წელს, ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. 3-კომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობას შევთავაზოთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვა და ამ ვაქცინაში შევა 2 „ა“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს „ა“ გრიპის მისურის შტამი, ა ტიპის დარვინის შტამი და ტოკიოს შტამი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

9 ოქტომბერს რაგბის კლუბი “აია”- “ვეფხვებს” დაუპირისპირდება

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

9 ოქტომბერს 16:00 საათზე რაგბის კლუბი “აია”- “ვეფხვებს” დაუპირისპირდება თამაში ქუთაისში გაიმართება .

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 9 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ....

დაწვრილებითDetails

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა. სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025...

დაწვრილებითDetails

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ -მძიმე ავარია თბილისში

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ – რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში  საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტში  საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს. რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.  ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"