გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, – ამის შესახებ ქუთაისელმა პატიმარმა ლევან გულუამ “ინფო იმერეთთან” განაცხადა.
მისი თქმით, მას ციხის უფროსები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ.










