LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

დაპოსტა 2026/09/30-ში
877
ნახვა
გაზიარება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი.

დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების 25%-იანი კოეფიციენტი 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლებზე ვრცელდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან ეს ზღვარი 2 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 1 სექტემბრიდან – 2 500 ლარამდე.

ეროვნული ბანკი ცვლილებას ბოლო წლებში ხელფასებისა და სხვა ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდით ხსნის. კომიტეტის შეფასებით, მოქმედი ფიქსირებული ზღვრები მსესხებლების შემოსავლების განაწილებასა და ვალის ტვირთს სათანადოდ ვეღარ ასახავს. ცვლილების მიზნად ასევე ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნება სახელდება.

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.

შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.

ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

გაზიარება351

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

” 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე”- სალომე ზურაბიშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის...

დაწვრილებითDetails

“მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი…”-მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ  პროვოკაცია მოუწყო. ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასები კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 530 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.97%-იან ვარდნას წარმოადგენს. იაფდება ვერცხლიც. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

“ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინამორბედებს, საერთო არ აქვს არც რეალობასთან” – ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა წინამორბედებს, არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს, -...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“...

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სურათი ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება, - ამის...

დაწვრილებითDetails

” დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით ” – სერგეი ლავროვი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

“სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».