„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ – სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
„მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.
„გურიაში მიდიოდნენ. მანქანა გაუჩერებიათ. ეს ბიჭი გადმოსულა და ლიანდაგთან, მატარებელი დაეჯახა. ადგილზე საშინელი სურათი იყო“, – ამბობს „მთავარ ამბებთან“ საუბრისას წყარო.
ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
დამატებით დეტალებს „მთავარი ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
📰 გააგრძელე კითხვა...