გელათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა პედაგოგი ეკა ნიშნიანიძე.
,,სიჩუმე, რომელიც დღეს ჩვენი სკოლის დერეფნებში ჩამოწვა, აუტანელი და მძიმე იყო.
თითქოს სამყაროც გაჩერდა და სკოლის კედლებმაც იგრძნეს ის უზარმაზარი ტკივილი, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გული გააპო.
მხოლოდ ზარის ხმა არღვევდა მდუმარებას, თუმცა ისიც სევდიანად რეკავდა ,თითქოს ჩვენს საერთო მწუხარებას გლოვობდა.
ბავშვების ცრემლები… ყველაზე მწარე და გულსაკლავი. მათი უდანაშაულო, სევდით სავსე თვალები, რომლებიც ვერ იჯერებდნენ, რომ თავიანთ საყვარელ მასწავლებელს, თბილ და მზრუნველ ადამიანს, ვეღარასდროს ნახავდნენ. ისინი ტიროდნენ ჩვენთან ერთად და ამ ცრემლებში იღვრებოდა მთელი იმ სიყვარულისა და მადლიერების ოკეანე, რომელიც შენ ასე უხვად გაეცი, ჩვენო ეკა !
როგორ შევეგუოთ იმას, რომ დილით სამასწავლებლოს კარს აღარ შემოაღებ?! რომ შენი ღიმილი ვეღარ გაანათებს ჩვენს ყოველდღიურობას, შენი თბილი სიტყვა ვეღარ გვანუგეშებს და შენი ნაბიჯების ხმა აღარ გაისმება ?!
სიტყვები უძლურია, ენა უმწეოა იმ ტკივილის გადმოსაცემად, რომელსაც ახლა თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას!
მშვიდობით, ჩვენო საყვარელო და დაუვიწყარო მეგობარო… შენი სითბო, ამაგი და ნათელი ხსოვნა მარადიულად იცოცხლებს ჩვენს გულებში!” – წერს გელათის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილში.










