სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში – საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა.
სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, როცა მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.
დაუდგენელმა პირმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვა სცადა.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილის მცირე მოსავალი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო.
საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.










