LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ჩვენც ვაფინანსებთ, საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, არმაზ ახვლედიანთან მობრუნდა -სკანდალი იქნება თუ ევროსაბჭო კანონდარღვევაში აღმოჩნდება გახვეული

დაპოსტა 2026/09/21-ში
A A
45
ნახვა
გაზიარება

ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ – საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, “ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა – ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული “ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე იხარჯებოდეს – შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ იქნება, რადიკალი პატრიოტს ვერ აღზრდის! რასაც არმაზ ახვლედიანისგან საჯაროდ ისმენთ, სავარაუდოდ, ის ითქმის შიგნით! – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

პაპუაშვილის თქმით, ბახმაროში, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში შეხვედრები შესაძლოა “გრანტების შესახებ“ კანონისთვის გვერდის ავლით გაიმართა, რაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მოკვლევის საგანია.

პაპუაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევდა და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება.

“ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ არანაირ გრანტზე მათთვის არავის არ მიუმართავს და ვნახეთ, ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა რა იყო? – შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით.

როდესაც ჩვენ “გრანტების შესახებ“ კანონს ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში ვალდებულება იყო, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ საელჩოების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საჯარო დიპლომატია არის საელჩოს საქმიანობა. მაგალითად, საფრანგეთმა საქართველოს ფრანგული კულტურა, ფრანგული კულინარია ან გერმანიის ელჩმა თბილისელებს გერმანული არქიტექტურა რომ გააცნოს, რომელიც თბილისშია, ესეც ხარჯია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდეს. კანონის საბოლოო ვერსიაში აისახა, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, თუმცა მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს იმ საქმეს ეხება, რომელიც უშუალოდ საელჩოს თუ ორგანიზაციის საქმეა და იმედია, ამას გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებდნენ.

ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.

თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰყავს ყველაფერი – კატასტროფა და სკანდალი იქნება თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ “ენჯეოს“ თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა უშუალოდ არმაზ ახვლედიანზეც ისაუბრა და მას “რადიკალიზმის იდეოლოგიური განსახიერება“ უწოდა.

“ეს ადამიანი არჩევნებს არ აღიარებს, არ აღიარებს ხელისუფლებას, არ აღიარებს კანონებს და პარლამენტში “ნაცმოძრაობის“ სიით შემოდის. არის რადიკალიზმის იდეოლოგიური განსახიერება. როცა ამ ადამიანს დაფინანსებით პოლიტიკური პროექტის პლატფორმას მისცემ, გამოდის, რომ საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებ. რასაც არმაზ ახვლედიანისგან საჯაროდ ისმენთ, სავარაუდოდო, ის ითქმის შიგნით. ევროპული ფულით დაფინანსებული პროექტების პირდაპირი შედეგია ის, რომ საქართველოს პროტესტების ისტორიაში პირველად, 2023 წელს “მოლოტოვის კოქტეილი“ გამოიყენეს.

როდესაც არის რადიკალი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელიც არჩევნებს არ აღიარებს და საჯაროდ ამბობს, რომ ხელისუფლება დასმულია კრემლის მიერ და ვართ საოკუპაციო რეჟიმი, არასაჯაროდაც ხომ ამას ილაპარაკებს?! ანუ რას ლაპარაკობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მტრად მონიშნოს, რომ მტერია პარლამენტი, მთავრობა, პოლიცია და ხვალ რომ აქცია იქნება, მტერს, რა თქმა უნდა, “მოლოტოვის კოქტეილი კი არა, შეიძლება იარაღიც ესროლო. სირცხვილია, როდესაც რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის გვერდით ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
მთავარი

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე პტოკურატურამ ექიმს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
რამდენს გადაიხდის მთავრობა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენში
მთავარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა – ოჯახი აქციებს იწყებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექთანს პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა
მთავარი

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა...

დაწვრილებითDetails

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად...

დაწვრილებითDetails

კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული
მთავარი

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან...

დაწვრილებითDetails

გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს
მთავარი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან გაუშვეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც სულამანიძე ამბობს, 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, ადმინისტრაციის დირექტორის პოსტი 21 სექტემბრიდან...

დაწვრილებითDetails

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
“ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული” – სეს-ი იმპორტირებულ რძეს საზღვარზე შეამოწმებს
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს - გადაწყვეტილებას წინ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია უსწრებდა. ამ დრომდე კვლევის საგანია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი - ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და რძის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"