“როგორც მშობელი, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი აზრი დავაფიქსირო წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ის ფაქტი, რომ ავარიული შენობის ნაცვლად ჩემი შვილები ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში მიიღებენ განათლებას, ძალიან კარგია. თუმცა ფორმა, როგორც გავიგეთ ეს ამბავი და დრო-როცა გავიგეთ (სკოლის დაწყებიდან 2 დღეში) -ძალიან ცუდი… მიუღებელია როგორც მშობლებისთვის, ვფიქრობ ამ სკოლაში მოღვაწე პედაგოგებისთვისაც.
წლებია, არ ახალია ამ შენობის რემონტის საჭიროება და რომ მომხდარიყო დროული შეტყობინება სამომავლო დახურვასთან დაკავშირებით, მჯერა, იქნებოდა შესაბამისი უმტკივნეულო მობილიზებაც ალტერნატიული ფართის მოსაძიებლად.
უკვე არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში განიხილება გამოსავალი-ბავშვები, (დაახლოებით 800 მოსწავლე) გადავიდეს მეორე სმენით სხვა სკოლაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია…!!!
უკვე დაგეგმილი განრიგი, სამსახურები, სხვადასხვა მოსამზადებელი წრეები, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეორე ცვლაში იარონ ბავშვებმა. ყველა ჩვენს გრაფიკს ვერ მოერგება. ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს…
ონლაინ სწავლებას რაც შეეხება, ამ მეთოდს უბრალოდ სერიოზულად არც კი განვიხილავ. ვიმედოვნებ არც გაიჟღერებს მსგავსი შეთავაზება.
გამოსავალზე ერთხმად ვთანხმდებით-მოიძებნოს ალტერნატიული ფართი, სადაც შევძლებთ ჩვეულებრივად ვატაროთ ბავშვები ისე, როგორც ეს წესი და რიგია!!!!
დაწყებული და დროში გაწელილი, დაუსრულებელი მშენებლობების პრაქტიკა, ვაღიაროთ, გვაძლევს ნერვიულობის მიზეზს.
სწორედ ამის გამო მე, როგორც ერთი რიგითი მშობელი, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ მეორე ცვლაში სიარულის შეთავაზებას (რაც არ უნდა მტკიცებით ფორმაში დამარწმუნონ, რომ 1 წელში ჩაბარდება შენობა).
აქვე მინდა გამოვხატო ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული თითოეული პედაგოგის მიმართ. წყალტუბოს მეორე სკოლაში არიან საოცარი მასწავლებლები, რომლებიც უმაღლესი ხარისხით აწვდიან ცოდნას ჩვენს შვილებს. რომლებმაც ათეულობით წელი გაატარეს ამ კედლებში და ისინი იმსახურებენ როგორც საუკეთესო გარემოს საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის, ასევე მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში. უდიდესი და საჯარო მადლობა მათ გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და თანადგომით უმტკივნეულოდ მოვაგვარებთ ამ პრობლემას.
ერთად დავიწყეთ და გიერთგულებთ ” – წერს წყალტუბოს მე-წ საჯარო სკოლის მშობელი ჟანა ჯანელიძე.
📰 გააგრძელე კითხვა...