ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი – შივალი ბესტი). რამდენად საშიშნი არიან ზეინტელექტუალური რობოტები? რას გამოიწვევს მათი განვითარების აკრძალვა – რეგრესს თუ პროგრესს?გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ადამიანი, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს – „მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს!“.
დოქტორი ჯეფრი ჰინტონი – ბრიტანელ-კანადელი სწავლული კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, ხელოვნური ნეირონული ქსელების ცნობილი მკვლევარი, კაცობრიობას დაუფარავად ეუბნება, ხელოვნურ ინტელექტს, თუ ის „ზეინტელექტუალი გონიერი არსება“ გახდება, შეუძლია პლანეტაზე ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს.
„უკიდურესი უგუნურება იქნებოდა დღეს ზეინტელექტის შექმნა-შემუშავება, როცა ჯერ არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი – რამდენად შეიძლება მისი გაკონტროლება და რა გზებით, ან საერთოდ, შეიძლება თუ არა მისი უსაფრთხო განვითარება. თუ ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თავისი ნეირონულ-ელექტრონული ტვინით ადამიანის გონების შესაძლებლობას აჭარბებს, ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, – ამბობს დოქტორი ჯეფრი ჰინტონი.
მეცნიერის განცხადებამ იმ კანონპროექტის მხარდასაჭერად გაიჟღერა, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის – ControlAI-ის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექს სობელმა შეიმუშავა.
კანონპროექტი ხელოვნური ზეინტელექტის უსაფრთხოების შესახებ კრძალავს დიდ ბრიტანეთში ზეინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას.
ControlAI-ის მონაცემებით, ამ კამპანიას მხარი დაუჭირა უკვე 135-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა, სხვადასხვა პარტიიდან.განაგრძეთ კითხვა










