თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს.
თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.










