LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმერეთის რეგიონში საჭიროების მქონე მოქალქეების დასახმარებლად  650-მდე მოხალისეა მობილიზებული

იმერეთის რეგიონში საჭიროების მქონე მოქალქეების დასახმარებლად 650-მდე მოხალისეა მობილიზებული

დაპოსტა 2020/03/23-ში
A A
131
ნახვა
გაზიარება

იმერეთის რეგიონში გადამზადებული მოხალისეები საჭიროების მქონე მოქალაქეებს აქტიურად ეხმარებიან.

ამ დროისთვის ქუთაისში 100 მოხალისეა მობილიზებული, ყველა მათგანი გადამზადებულია „წითელი ჯვრის“ მიერ. ერთ კვირაზე მეტია, მოხალისეებს ყოველდღიურად საკვები მიაქვთ ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლის ბენეფიციარებისთვის. ასევე, საკვები პროდუქტები დაურიგეს ქალაქში რეგისტრირებულ 600-მდე 70 წელს გადაშორებულ მარტოხელა მოხუცს. გარდა ამისა, თუ რომელიმე მათგანს დასჭირდება რაიმე სახის დახმარება მოხალისეები მზად არიან დასახმარებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ასაკის ადამიანების თვითიზოლაცია და სახლიდან არ გავიდნენ. ისინი “ლიბერთი ბანკის” თხოვნით, არეგულირებენ რიგებს ბანკომანტებთან, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით. ასევე, ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგს უწევენ ფასების ცვალებადობას პროდუქტებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით 30 მოხალისე ირიცხება, რომლებიც „წითელმა ჯვარმა“ გადაამზადა. მოხალისეები ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე, უფასო სასადილოს ხანდაზმულ ბენეფიციარებს საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ამოწმებენ მაღაზიების და აფთიაქების სანიტარულ ნორმებს და მონიტორინგს უწევენ არსებული რეგულაციების და წესების დაცვას (ამოწმებენ რესტორნებს, ბარებს, მაღაზიებსა და ყველა იმ ობიექტს, რომლებსაც ფუნქციონირება დროებით აეკრძალათ).

წყალტუბოში ამ ეტაპზე 56 გადამზადებული მოხალისე ირიცხება, თუმცა მათი რიცხვი იზრდება, მოხალისეები ეხმარებიან სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ასევე, ისინი დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 150 მოხალისეა რეგისტრირებული. “წითელმა ჯვარმა“ უკვე გადაამზადა რამდენიმე ჯგუფი, დღესაც მიმდინარეობს ტრენინგი. მოხალისეები „ლიბერთი ბანკთან“ იცავენ წესრიგს. გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს ბინაზე ემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში. ხონის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 70-მდე მოხალისე, “წითელმა ჯვარმა“ ტრენინგი უკვე ჩაუტარა 30 მათგანს და გადამზადება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში 15 მოხალისე ირიცხება, ისინი წითელმა ჯვარმა დაატრენინგა. ასევე, მიმდინარეობს მოხალისედ რეგიატრაციის პროცესიც. მოხალისეები საინფორმაციო ბროშურებს არიგებენ სხვადასხვა დაწესებულებებში, სურსათის მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებში, ასევე ჩაერთნენ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის სურსათის და მედიკამენტების მიწოდებაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერიის მობილიზებით, ჩამოყალიბდა 20-კაციანი ჯგუფი.

მოხალისეებს, 22 მარტს, “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ჩაუტარეს ტრენინგი და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დავალებების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და საჭიროებების შემთხვევაში შესაბამის აქტივობებს განახორციელებენ. ჭათურის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა 135-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ტრენინგი „წითელი ჯვრის“ ჭიათურის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკვე ჩაუტარეს და რეკომენდაციები მისცეს. მოხალისეები დღეს დილიდან იცავენ წესრიგს “ლიბერთი ბანკში“, ასევე ბანკომატებთან, რათა მოქალაქეებმა დისტანციურად შეძლონ პენსიის აღება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 15 მოხალისეა გადამზადებული, დღეს დილით მერიის დაფინანსებით მოხალისეებმა, მაღალმთიან სოფელ გოლათუბანში მცხოვრებ ორ ოჯახს, რომლებიც არიან შშმ პირები და არ ჰყავთ მარჩენალი, მიუტანეს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის ნივთები. ასევე, მონაწილეობას იღებენ ხარაგაულის საჯარო დაწესებულებების და სასურსათო მაღაზიების დეზინფექციაში, ხვალ დილიდან კი დაარეგულირებენ რიგებს ბანკთან. საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 15 მოხალისეა მობილიზებული, რომლებიც წითელმა ჯვარმა დაატრენინგა. აქტივობების ამ მიმართულებით დაგეგმარება უკვე დაიწყო და შესაბამისი დავალებებიც გაიცა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი 15-კაციანი შემადგენლობით, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა დახმარებას უწევს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებსა და სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს, არეგულირებს რიგს ბანკომატებთან, სავაჭრო დაწესებულებებთან, ასევე მონაწილეობს თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეთა კონტროლში. ვანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 10 მოხალისეა მობილიზებული, რომლებიც წითელმა ჯვარმა გადაამზადა. ისინი არეგულირებენ რიგებს ბანკებთან და კონტროლს უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მისი მოადგილეები, მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ჩადიან და მოხალისეებისგან, ადგილზე დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე 650-მდე მოხალისეა მობილიზებული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"