LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

დაპოსტა 2026/09/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს.

„11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოდის აგვისტოს დაბნელებების შემდეგ და ქმნის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას. მისი მთავარი თემებია:

1. ახალი ეტაპის დაწყება სამსახურსა და კარიერაში – ქალწულის ენერგია გვიბიძგებს დავალაგოთ სამუშაო, დავსახოთ გეგმები და დავიწყოთ უფრო პრაქტიკული პროექტები. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის, პროფესიული მიმართულების ან სამუშაო რეჟიმის ცვლილებისთვის.

2. ფინანსების მოწესრიგება – აქცენტები გადადის ხარჯების კონტროლზე, ბიუჯეტზე, ვალების ან ვალდებულებების მოწესრიგებაზე და ფინანსური სტრატეგიების შექმნაზე. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები.

3. ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი – ეს ნიშანი დაკავშირებულია ყოველდღიურ ჩვევებთან და სხეულის მოვლასთან. კარგი პერიოდია ძილის, კვების, ფიზიკური აქტივობის, სამუშაო და დასვენების რეჟიმის მოწესრიგებისთვის.

4. ძველის დასრულება და ახლის დაწყება – შეძლებთ დაასრულოთ ის, რაც აღარ მუშაობს, არაეფექტურია, გათავისუფლდეთ არასასურველი ჩვევებისგან, ქაოსური გარემოსგან, ზედმეტი ვალდებულებებისა და არასწორი პრიორიტეტებისგან, რაც უფრო აშკარად გამოჩნდება. ამ პერიოდის მთავარი ამოცანაა, ყველაფრის არა ეტაპობრივად ცვლილება, არამედ ერთ მნიშვნელოვან სფეროზე აქცენტების გაკეთება და მოწესრიგება.

5. იზრდება დეტალების მნიშვნელობა – ამ ახალმთვარეობის პერიოდში, ერთმა პატარა გადაწყვეტილებამ შეიძლება რამდენიმე კვირაში დიდი შედეგები მოიტანოს, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით შეამოწმოთ ყველა სახის საბუთები, შეთანხმებები, ფინანსური პირობები და სამუშაო დეტალები.

ვინაიდან ახალმთვარეობა ხდება ქალწულის ზოდიაქოში, ამიტომ მისმა ენერგიამ შეიძლება გააძლიეროს ამ ნიშნის უარყოფითი მხარეები, როგორიცაა: ზედმეტი კრიტიკა; პერფექციონიზმი; ნერვიულობა წვრილმანებზე; ყველაფრის კონტროლის სურვილი; გადაღლა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება და მოთხოვნების წაყენება, ამიტომ, მთავარი რჩევა იქნება არ ეცადოთ მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოწესრიგებას, აირჩიეთ ერთი კონკრეტული მიზანი და დაიწყეთ მისი პრაქტიკული განხორციელება. პრიორიტეტულია დაალაგოთ ის, რაც აღარ მუშაობს და შექმნათ ისეთი ახალი სისტემა, რომელიც მომავალში გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს ქალწულებზე, ტყუპებზე, მშვილდოსნებზე და თევზებზე, რადგან მისი მე-18° ამ ნიშნებთან უფრო დაძაბულ და მნიშვნელოვან კუთხეებს ქმნის.

ამ ახალმთვარეობის მთავარი პერიოდებია:

9–13 სექტემბერი — ეს არის ყველაზე ძლიერი ფაზა, ემოციური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების, ახალი იდეების, შეთავაზებების, ურთიერთობაში ცვლილებების ან ფინანსური გადაწყვეტილებების პერიოდი.

14–20 სექტემბერი — მოხდება დაწყებული პროცესების გააქტიურება, ანუ ის რაც 11 სექტემბრის გარშემო დაიწყება, მიიღებს უფრო კონკრეტულ ფორმას. კარგი პერიოდია გეგმების, შეთანხმებებისა და სამუშაო პროცესების დასაწყებად.

21–27 სექტემბერი — დაინახავთ შედეგების პირველ ნიშნებს, იყო თუ არა სწორად არჩეული ახალი მიმართულებები. შეიძლება საჭირო გახდეს გეგმების კორექტირება.

28 სექტემბერი – 5 ოქტომბერი — საქმეების გადახედვის პერიოდია, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შესაძლოა საჭირო გახდეს ძველი საკითხების დასრულება ან გადაწყვეტილების მიღება.

ახალმთვარეობის ენერგია ყველაზე შესამჩნევი და აქტიური იქნება დაახლოებით მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ანუ 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე და ამ ციკლის მთავარი შედეგების მიღება უნდა მოხდეს 1 თვეში, ანუ შემდეგ ახალმთვარეობამდე, თუმცა, ის თემები, რომლებიც 11 სექტემბერს დაიწყება, არ დაკარგავს თავის აქტუალურობას მომავალი 6 თვე და მათი მნიშვნელოვანი და საბოლოო შედეგი გამოჩნდება 2027 წლის მარტში, მაშინ როდესაც ქალწულის თემები კვლავ გააქტიურდება.

ამ პერიოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღებია:

10–12 სექტემბერი — ახლის დასაწყისი, გადაწყვეტილება და მოულოდნელი შესაძლებლობები;

15–17 სექტემბერი —კარგი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის;

21–23 სექტემბერი — პირველი შედეგების მიღება და მათი კორექტირება;

26–30 სექტემბერი — მოხდება ურთიერთობებისა და ფინანსების გადახედვა;

ოქტომბრის პირველი კვირა — უფრო ნათლად გამოაჩენს, რა უნდა დარჩეს და რა უნდა შევცვალოთ.

ყველაზე ძლიერად აისახება:

ახალი საწყისის ნაწილში: ქალწულებზე და თევზებზე;

სიყვარულში განსაკუთრებით აქტიურ ენერგიებს იგრძნობენ: კურო, ქალწული, მორიელი, თევზები;

ფინანსებში: ლომი, მერწყული და ქალწული;

კარიერულად მნიშვნელოვანი პერიოდი ექნებათ: ვერძებს, მშვილდოსნებს და ქალწულებს;

ოჯახისა და უძრავი ქონების ნაწილში: ტყუპები და კირჩხიბი.

ერთი სიტყვით, ახალმთვარეობას დიდი ცვლილებები მოაქვს არა ერთი გადაწყვეტილებით, არამედ პატარა, სწორად შერჩეული ნაბიჯების ერთობლიობით. ქალწულის ენერგია ითხოვს წესრიგს, რეალისტურ გეგმებსა და იმის მოცილებას, რაც თქვენს დროსა და ენერგიას ფუჭად ფლანგავს.

ვერძი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 6 სახლში, რაც არის სამსახური, ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი.

პირად ურთიერთობაში, ყოფითმა საკითხებმა, შეიძლება მეტი ყურადღება მოითხოვოს. წყვილებისთვის კარგია პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხოლო მარტოხელა ვერძები შეძლებენ გაიცნონ მათთვის საინტერესო ადამიანი სამუშაოს ან უახლოესი გარემოს მეშვეობით.

ფინანსები: თუ ხარჯებს უკეთ გააკონტროლებთ, შეძლებთ შემოსავლების სტაბილიზაციას, მოერიდეთ იმპულსური შენაძენების გაკეთებას.

კარიერა: ძალიან ძლიერი პერიოდია სამუშაო რეჟიმისა და პროფესიული ეფექტურობის ზრდისთვის. შეიძლება ჩაერთოთ ახალ პროექტებში, რაც მოგიტანთ ახალ მოვალეობებსა და პასუხიმგებლობებს.

ოჯახი: ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და თქვენი ოჯახის წევრები,

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება მოაწესრიგოთ თქვენი სამუშაო რეჟიმი.

კურო:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 5 სახლში, რაც არის სიყვარული, გრძნობები, შვილები და შემოქმედებითი ნაწილი.

პირადი: ახალმთვარეობა თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ძლიერდება რომანტიკა, ფლირტი და სიახლეები ურთიერთობაში.

ფინანსები: ფულის გამომუშავებას შეძლებთ დამატებითი პროექტიდან ან კრეატიული საქმიანობიდან.

კარიერა: კარგ შედეგებს მოგიტანთ ახალი, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროექტების განხორციელდება.

ოჯახი: აქტიურდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და დიდი სიხარულის პერიოდია ოჯახში.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დრო დაუთმოთ საკუთარ სიამოვნებასა და პირად ცხოვრებას.

ტყუპები:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -4 სახლში, რაც არის სახლი, ოჯახი, საცხოვრებელი და მშობლები.

პირადი: ამ პერიოდში, ოჯახური გარემო გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე. შესაძლებელია პარტნიორთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

ფინანსები: ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებასთან ან სახლთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების აქტივიზაცია და ხარჯების გაზრდაც.

კარიერა: მნიშვნელოვანი ხდება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაჭერა.

ოჯახი: არსებობს სარემონტო სამუშაობის დაწყების, საცხოვრებლის შეცვლის ან ოჯახური ურთიერთობების დალაგების ალბათობა.

ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური სტაბილურობის პირველ ადგილზე დაყენება.

კირჩხიბი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 3 სახლში, რაც არის კომუნიკაციები, დოკუმენტები, სწავლა და მოკლე გზები.

სიყვარული: ახლა კარგი დროა დაასრულოთ წარსულში დაწყებული საუბრები, გულწრფელობა გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობებს.

ფინანსები: მოსალოდნელია ისეთი ხარჯების გააქტიურება, რაც დაკავშირებული იქნება დოკუმენტებთან, ხელშეკრულებებთან ან მოკლე მგზავრობასთან.

კარიერა: პროფესიულად დაგეხმარებათ და კარიერულად წინ წაგწევთ ახალი ცოდნის მიღება, კურსების გავლა, მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება.

ოჯახი: აქტიურ ფაზაში გადადის ნათესავებთან ურთიერთობა.

გახსოვდეთ ამ პერიოდში წარმოთქმულ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ, თუმცა შეინარჩუნეთ სირბილე.

ლომი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 2 სახლში, რაც არის ფინანსები, შემოსავლები, მატერიალური სტაბილურობა და პირადი რესურსები.

პირადი: ურთიერთობაში მთავარი ხდება ერთმანეთის დაფასება და თანაბრად პასუხიმგებლობებისა და ენერგიების გაცემა-მიღება.

ფინანსები: ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თქვენთვის. გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო, ასევე მოსალოდნელია მოხდეს ხელფასის გადახედვა ან ფინანსური გეგმის ცვლილება.

კარიერა: თქვენი შრომის რეალური ღირებულების დანახვა დაგეხმარებათ უკეთესი პირობების მოთხოვნაში.

ოჯახი: საჭირო გახდება ფინანსური საკითხების დალაგება ოჯახში.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება არ გაფლანგოთ თქვენი დრო და ენერგია ფუჭად.

ქალწული:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ 1-ელ სახლში, რაც არის „ეგო“, გარეგნობა, პირადი გადაწყვეტილებეი და ახალი ეტაპის დასაწყისი.

პირადი: ახალი ეტაპი იწყება თქვენს პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ქალწულებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა, ხოლო მათ ვისაც უკვე ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევარი მოსალოდნელია ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, განახლება და წესების ცვლილება.

ფინანსები: შემოსავლების გაზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდია დააწყოთ ახალი გეგმები, რის შედეგებსაც თანმიმდევრული მუშაობა მოიტანს.

კარიერა: ძალიან კარგი პერიოდია ახალი სამსახურის, პროექტის, პროფესიული იმიჯის ან საქმიანობის დაწყებისთვის.

ოჯახი: შესაძლებელია მოგემატოთ პასუხიმგებლობები ოჯახში, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ შეინარჩუნოთ საკუთარი საზღვრები.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება შეცვალოთ ის, რაც აღარ მუშაობს, რადგან ეს არის თქვენი პირადი გადატვირთვის პერიოდი.

სასწორი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -12 სახლში, რაც არის დასრულება, საიდუმლოებები და შინაგანი გათავისუფლება.

პირადი: შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ძველი ემოციური საკითხები და ახალი ურთიერთობის დაწყებამდე დაგჭირდებათ საკუთარ სურვილებში გარკვევა.

ფინანსები: არსებობს ალბათობა, გაჩნდეს ფარული ხარჯები ან ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

კარიერა: კარგი დროა სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად, სტრატეგიის შესაქმნელად, ძველი პროექტების გასაუმჯობესებლად.

ოჯახი: შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს ოჯახის წევრს.

ამ პერიოდში ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას და განსაზღვრეთ პრიორიტეტები.

მორიელი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -11 სახლში, რაც არის მეგობრები, საერთო გეგმები, საზოგადოებრივი წრე, თანამოაზრეები და თავისუფალი არჩევანი.

პირადი: ამ პერიოდში ვენერას ტრანზიტი, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მეტად აღრმავებს სიყვარულს განცდას და შესაძლებელს ხდის მეგობრობა გადაიზარდოს დიდ გრძნობაში.

ფინანსები: ჩნდება შესაძლებლობა მატერიალური სარგებლის მიღების ჯგუფური პროექტებიდან ან მეგობრებისგან.

კარიერა: კარგი პერიოდია ახალი პროფესიული კავშირების შესაქმნელად.

ოჯახი: ეს არის მეგობრების და ოჯახის წევრების ერთ თემაში გაერთიანების პერიოდი.

ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მომავალის აშენებას შეძლებთ.

მშვილდოსანი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-10 სახლში, რაც არის კარიერა, სტატუსი, პროფესიული ცვლილებები და მდგომარეობა.

პირადი: კარიერულმა დატვირთვამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს პირად ცხოვრებაზე.

ფინანსები: საჭიროა გამოიჩინოთ ახლა მოთმინება, რათა პროფესიულმა წინსვლამ მომავალში გაზარდოს თქვენი შემოსავლები.

კარიერა: ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის ახალ საწყისზე დგახართ, მოსალოდნელია დაწინაურება, ახალი თანამდებობა, მიმართულებები ან პროფესიული მიზნების დასახვა.

ოჯახი: შესაძლოა გაგიჩნდეთ ოჯახისგან შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის ან მხარდაჭერის მოთხოვნა.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია კონკრეტულ გეგმად აქციოთ თქვენი კარიერული მიზნები.

თხის რქა:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-9 სახლში, რაც არის უცხოეთი, მოგზაურობა, განათლება და სამართლებრივი საკითხები.

პირადი: ამ პერიოდს მოაქვს ურთიერთობაში ერთად გაზრდის, მოგზაურობის, სწავლის ან საერთო მომავლის დაგეგმვის დიდი სურვილი.

ფინანსები: შეიძლება გაჩნდეს უცხოეთთან, განათლებასთან, სამართლებრივ ან საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

კარიერა: ახალი განათლება ან მიღებული კვალიფიკაცია მომავალ პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.

ოჯახი: შესაძლოა დაგეგმოთ ოჯახთან ერთად მოგზაურობა ან მიიღოთ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იფიქროთ უფრო მასშტაბურად და გამოხვიდეთ ძველი ჩარჩოებიდან.

მერწყული:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 8 სახლში, რაც არის საერთო ფინანსები, ვალები, ტრანსფორმაცია და საერთო ვალდებულებები.

პირადი: ურთიერთობაში მთავარი და მნიშვნელოვანი ხდება ინტიმურობა და ნდობა, ზედაპირული კავშირები აღარ დაგაკმაყოფილებთ.

ფინანსები: კარგი პერიოდია საერთო ფინანსების დასალაგებლად, რაც შეიძლება იყოს სესხები, ვალები, პარტნიორის ფული, გადასახადები და ინვესტიციები.

კარიერა: შესაძლებელია ჩაერთოთ პარტნიორთან ერთად ფინანსურ პროექტებში, თუმცა, აუცილებელია დეტალურად შეამოწმეთ პირობები.

ოჯახი: მნიშვნელოვანი ხდება ოჯახში ფინანსური პასუხისმგებლობების გადანაწილება.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ აქციოთ სხვისი პრობლემა თქვენს ფინანსურ ტვირთად.

თევზები:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 7 სახლში, რაც არის ქორწინება, პარტნიორობა და ურთიერთობები.

პირადი: ახალმთვარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, რაც მოიაზრება როგორც ახალ ეტაპის დასაწყისი ურთიერთობებში, ასევე ეს არის ახალი ნაცნობობა, შეთანხმება ან არსებული კავშირების გაჯანსაღების დრო.

ფინანსები: სიფრთხილეს საჭიროებს ყველა სახის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორობაში.

კარიერა: შესაძლებელია დაიგეგმოს ახალი თანამშრომლობა ან გამოჩნდნენ მნიშვნელოვანი კლიენტები.

ოჯახი: პარტნიორთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ოჯახურ ცხოვრებაზეც.

ამ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ გქონდეთ განსაზღვრული რას ელით თქვენი მეორე ნახევრისგან.“,- წერს  ნინა ხომერიკი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის...

დაწვრილებითDetails

რუსული პროპაგანდისტული მედია თორნიკე რაზმაძეზე წერს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
შსს-მ სიმონიანის გინების გამო თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
მთავარი

ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ეხმიანება. როგორც გამოცემა წერს, გამოძიება დაიწყო საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც  მარგარიტა სიმონიანს აგინა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის...

დაწვრილებითDetails

2026 წლის 6 თვეში შობადობა შემცირდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად...

დაწვრილებითDetails

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 
მთავარი

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის ქუთაისში ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"