ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა.
“წინანდალი – მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2026
მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა ტრადიციისამებრ მოწოდების სიმაღლეზეა. წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა ჩვენი სამუსიკო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი – პედაგოგი ლილე ქურიძე.
ვულოცავთ ანასტასიას და ქალბატონ ლილეს, სამუსიკო სკოლას მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ფესტივალში მონაწილეობას. ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.” – ნათქვამია სამუსიკოს სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










