LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მე მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/09/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სისხლის სამართლის საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს და ამით მთავარ საკითხზე ყურადღება მოდუნდეს – ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის, როცა საუბარია ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გავრცელებულ წერილებს, სადაც ის “ასავალ-დასავალის” იმ სტატიაზე საუბრობს, რომელშიც უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე დავით-გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს ირაკლი კობახიძეს.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რატომ ახსენა პირადად ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა, რადგან სამართლებრივი საკითხების ინსინუაციები თავშივე განწირულია, მათზე აყოლაც არასწორია.

„სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ და ეს არის ტაქტიკა, რომ სისხლის სამართლის საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს და ამით მთავარ საკითხზე ყურადღება მოდუნდეს. ბრალი არის წარდგენილი და ეს არის სამართლებრივი პროცესი. სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია. მნიშვნელოვანია ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ჩვენებები, აღიარებები, ამას სჭირდება პასუხები და არა სხვა პოლიტიკური ინსინუაციები. სხვა პასუხი გარდა იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არის საჭირო სამართლებრივ პროცესში და არა პოლიტიკური ინსინუაციები, არ მაქვს.

მართლმსაჯულება თავის საქმეს აკეთებს და სამართლებრივ საკითხებს სჭირდება სამართლებრივი პასუხები, მით უმეტეს, ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის, როცა საუბარია ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა [ხელისუფლებას] და თავი მოიკლა. ვინმე კეთილისმსურველი ჰყავდეს ეჭვი მეპარება. ის ადამიანები, რომლებიც მას და მის სიტყვებს იყენებენ, როგორც იარაღს, სწორედ ისინი არიან მისი ყველაზე დიდი მტრები. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და მნიშვნელოვანია, რომ თუ კი რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. ადამიანმა ჩაიდინა უდიდესი ცოდვა, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგ და ჯობს მოასვენონ ადამიანის სული, მით უმეტეს , მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულაცია. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები და ცდილობენ მედიასთან ერთად, რომ აიტაცონ ეს თემა. გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა. აქ არის ადამიანურ სტანდარტებზე საუბარი ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხვდება და ყველამ იცის, რომ ეს არის ბოდვა, მაგრამ ამ ბოდვის ტირაჟირებას ახდენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი.

ქართული მართლმსაჯულება აჩვენებს ერთ რამეს, რომ მართლმსაჯულება ძალიან მშვიდად მიყვება სამართლებრივ პროცესს და არ აძლევს არავის საშუალებას, რომ გაუფანტოს მას აზრები და გადაიყვანოს ის პოლიტიკურ პროცესში. ეს სამართლებრივი პროცესია და ობიექტურად დგება განაჩენები, რომელიც არაერთხელ გადამოწმებულა სტრასბურგის სასამართლოში და საქართველოს მართლმსაჯულებას ყოველ ჯერზე დაუდასტურებია, რომ ის პროფესიონალურად და სამართლიანად მოქმედებს.

ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თავშივეა განწირული პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა. ვის არ უცდია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხებიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკური ინსინუაციებით. სავსე გვაქვს მსგავსი მაგალითებით და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამას შედეგი არ აქვს. რადგან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი. ამიტომ მშვიდად უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს და ის ობიექტურად განსჯის და მიიღებს გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: მოექცა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ბრალი საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი, თუმცა საბოლოოდ მაინც მისი გაკეთებული საქმეებიდან გახდება ცხადი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ის ბრალი, რაც მას აღიარებული აქვს უკვე და ის, რაც მას წაყენებული აქვს, საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც ისინი ხელს უწყობენ, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, ეს საქმეები კითხვებს ბადებს. საქმეები წარმოაჩენს ადამიანს და დღეს ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რადგან ბოდვები ხდება პოლიტიკური განხილვის საკითხი. ეს უხარიათ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, რომ ასეთ ბოდვებზე იხარჯება პოლიტიკური დისკუსიის დრო. მთავარი არის საქმე და ის, ვინც არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი თავისი საქმით უნდა ამტკიცებდეს, რომ მტრის წისქვილზე წყალს არ ასხამს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – გური დადიანიძის საქმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი - თემაზე ტიკტოკერი ელენიკო რუხაძე საუბრობს. „გურიკას ამბავზე რამდენიმე სიახლით დაგიბრუნდით. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევხვდით...

დაწვრილებითDetails

თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ პრობლემა ევროპასთან, ევროკავშირთან და იმ იდეასთან არ გვაქვს, რომელიც სინამდვილეში ევროკავშირს უკავშირდება, ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს, დაბრძანებულია ბორჯომთან ახლოს, სოფელ ვარდგინეთში. მიღების დღეებია: პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით. ხოლო, სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არის თბილისში. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მამა გაბრიელის სახლში, სადაც დედა პარასკევა...

დაწვრილებითDetails

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
მთავარი

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი​ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეოს და ემოციურ პოსტს აზიარებს: „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი თავიდან. რამდენი გზა გავიარე საკუთარ...

დაწვრილებითDetails

როდემდე გასტანს კარგი ამინდი და რა პროგნოზი აქვთ სინოპტიკოსებს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების თქმით, ამინდის გაუარესებას 15 სექტემბრიდან უნდა...

დაწვრილებითDetails

სურდო, ხველა და სიცხე – რომელი ვირუსები აქტიურდება შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როდის უნდა მივიდეთ ექიმთან სურდოს გამო?
მთავარი

სკოლებისა და ბაღების დაწყებასთან ერთად მშობლების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისევ სეზონური ინფექციებია. სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და სიცხე  ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შემოდგომის დადგომასთან ერთად ბავშვებსა და უფროსებში საკმაოდ ხშირად...

დაწვრილებითDetails

აბიტურიენტებისთვის ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო...

დაწვრილებითDetails

9 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა. ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"