LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/09/07-ში
A A
53
ნახვა
გაზიარება

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს – “ქართული ოცნების” მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს “სასაცილო და ტრაგიკული” უწოდა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი “დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე”:

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ მარტივი, ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას – პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს მაკავებს იმისგან, რომ რამე ღრმა კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რამე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას“, – აცხადებს კობახიძე.

კითხვას, ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, კობახიძემ  უპასუხა, რომ ეს „დამალული არც არის“.

„ფაქტია, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან, ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომელთაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“, – აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება პროკურატურაში მის შესაძლო გამოკითხვის ფაქტს, კობახიძე ამბობს, რომ გამსაკითხ სიაში ის არ არის.

ამასთან, კობახიძე უარყოფს „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გავრცელებულ ინფორმაციას.

  • ჯორბენაძის მტკიცებით, კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

„არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი გასული წლების განმავლობაში დემარკაცია დელიმიტაციის კუთხით, დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა“, – თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე
მთავარი

პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებსა თუ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილონ და გადაამოწმონ აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია იმ შუამავალ პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებში ინვესტირებასა...

დაწვრილებითDetails

“რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადებას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა. როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა,...

დაწვრილებითDetails

“მერაბ მალანიამ თქვა: „გაგებით ვეკიდებითო“, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა?”- ეკა კუპატაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, - ამის...

დაწვრილებითDetails

რუსული მხარის ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული” – სეს-ი იმპორტირებულ რძეს საზღვარზე შეამოწმებს
მთავარი

2026 წლის ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსსელხოზნადზორი) ავრცელებს. უწყების ცნობით, მათმა...

დაწვრილებითDetails

ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა....

დაწვრილებითDetails

ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
მთავარი

მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების  კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. სტადიონს ლეჩხუმისთვის...

დაწვრილებითDetails

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
მთავარი

სგპ ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან კოორდინაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"