ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები 5 ადამიანი დაშავდა.
შსს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.










