LIVE TV
  • #266 (no title)
  • #122445 (no title)
  • #10174 (no title)
  • #22497 (no title)
  • Account
  • Account
  • Activity
  • cookie
  • HOME
  • Home 1
  • Home 2
  • Home 2
  • Home 3
  • Home 3
  • Login
  • Login
  • Logout
  • Logout
  • Members
  • Members
  • Password Reset
  • Password Reset
  • Register
  • Register
  • User
  • User
  • videotv
  • დრო მოახდენს სასწაულს – ისრაელში დაკარგული ქართველი ებრაელი გოგოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვიდეო
  • კონტაქტი
  • მთავარი გვერდი
  • პირდაპირი ეთერი
  • ფრენები
  • ჩვენ შესახებ
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მათ შეეფერებათ სახელი: „უსინდისობის პატიმრები“ – შალვა პაპუაშვილი აქციებზე დაკავებულებზე

დაპოსტა 2026/09/03-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო – დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია! -სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება, მაგრამ სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად „თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“

პაპუაშვილის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ „მსხვერპლი“ – ადამიანი ციხეში, რათა „თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.“

„2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო.

დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია – დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.

ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს:

თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი?

პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები.

ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.

რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო.

ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას?

მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე?

რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს?

თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან “თვალხატულებს”, “ღიმილის ბიჭებს”, „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?

ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ.

სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ.

ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.

ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი.

მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“.

რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ.

სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ.

ამიტომ მათი შეძახილი – „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს:

– არ აიღოთ პასუხისმგებლობა!

– არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა!

– იჯექით ბოლომდე!

– ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება!

თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები – აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა.

სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა.

ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ.

ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: “უსინდისობის პატიმრები”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე. ინფორმას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელესბ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსი პროფესორის ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო. "ქალბატონმა ცისანამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობა...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს – დაკავებულია 40 წლის კაცი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს ნეაპოლის Centro Direzionale-ის ტერიტორიაზე, Torre Luisa-სთან, საქართველოს მოქალაქე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით...

დაწვრილებითDetails

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საღამო პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი მოსალოდნელია, ამიტომ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. დღეს თბილისის დროით 03:28-ზე საქართველოში ქალაქი წალკადან სამხრეთ-დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 4კმ-ში მოხდა 3.4(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

3 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგან შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
მთავარი

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა  შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში. გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქურდობა ხონში – წაღებულია ფული და ნივთები

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში სახლი გაქურდეს. როგორც "მეგა ტვ"-ს წყარო უყვება შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. სახლიდან წაღებულია ფულადი თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები.  ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძიება.

დაწვრილებითDetails

პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
მთავარი

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"