LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა

ირაკლი ღარიბაშვილი – რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? – რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის პირად „ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს.

“12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“,-წერს ღარიბაშვილი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 227 ფაქტი დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა
მთავარი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ლევან იოსელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ წუთებში მივიდა. სახალხო დამცველი მედიასთან კომენტარს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ციხეში შეიძლება მოკლან და თვითმკვლელობად გაასაღონ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და ყველა იმ პირის ვაქცინაცია , ვინც ჩართული იქნება არჩევნებში
მთავარი

ექს-პრემიერის სკანდალური წერილის შემდეგ, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი საეჭვო თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, ირმა ინაშვილი ითხოვს, რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ახლა დაპატიმრებულ...

დაწვრილებითDetails

რუსეთში მომხდარ ავარიას ზესტაფონელი აკაკი ტოფაძე ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
რუსეთში მომხდარ ავარიას ზესტაფონელი აკაკი ტოფაძე ემსხვერპლა
მთავარი

რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის, მათ შორის ზესტაფონელი აკაკი ტოფაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე "კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას...

დაწვრილებითDetails

საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია – მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
მთავარი

მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
მთავარი

ნეპალში მომხდარი უმძიმესი სტიქიის ფონზე ერთი მასწავლებლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. საშუალო სკოლაში მომუშავე რაჯენდრა დავადიმ 900 მოსწავლე სკოლიდან რამდენიმე წუთით ადრე გაიყვანა, სანამ ძლიერი წყალდიდობა შენობას მთლიანად გაანადგურებდა....

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას, დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, დღეს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბელიაშვილის ქუჩა N29, სარიტუალო სახლში „ნომორა“. დაიკრძალაბა მუხათგვერდის სასაფლაოზე, 16:00 საათზე. „მსურველთა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"