LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება

რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში

დაპოსტა 2026/09/01-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება – 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება.

სებ-ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ამ მომხმარებელთა თაღლითური სქემებისგან დაცვაა.

ახალი წესის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.

რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება. (იხილეთ ვრცლად აქ)

შსს ავტომობილების ხმაურს ადგილზე პორტატული ააპარატებით შეამოწმებს

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება. (იხილეთ ვრცლად აქ)

ჩაის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნები უჩნდებათ

მთავრობამ მიმდინარე წლის ზაფხულში „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა.

დოკუმენტი ადგენს ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავების, ბაზარზე განთავსების, დისტრიბუციის ეტაპზე რეგულირებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორებს ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან უჩნდებათ. თუმცა, დოკუმენტი ადგენს გარდამავალ პერიოდსაც.

კერძოდ, ჩაი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი სექტემბრისა.

დოკუმენტის თანახმად, მოთხოვნები ვრცელდება ჩაიზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის. ამასთან, დოკუმენტი განსაზღვრავს დაფასოებული და დაუფასოებელი შავი და მწვანე ჩაისთვის ზოგად მოთხოვნებს.

რეგლამენტის თანახმად, დადგენილი მოთხოვნების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. ამასთანავე, კონტროლი განხორციელდება ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის პირობებში.

სებ-ი სესხის გამცემ სუბიექტებს სანქციებს უმკაცრებს

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილი ცვლილებები.

შედეგად, იზრდება სანქციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ დარღვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება.

ახალი წესით, აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობისთვის სესხის გამცემი სუბიექტი თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარით დაჯარიმდება.

დამატებით, რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმები 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები 2 000-დან 5 000 ლარამდე იქნება, დარღვევის ხასიათისა და განმეორებითობის მიხედვით.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებულ მოთხოვნებსაც.

კერძოდ, თუ სესხის გამცემ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ იდენტიფიცირებას, ან სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იმუშავებს, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება.

ამასთან, სანქციების რეჟიმის მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე 10 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება.

ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ.

ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც პუნქტი საქმიანობას განახორციელებს.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ მოთხოვნებს.

ახალი წესები ამკაცრებს საოპერაციო აღრიცხვის მოთხოვნებსაც. პუნქტები ვალდებული იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში ასახონ, ხოლო ნაღდი თანხის შეტანისა და გატანის თითოეულ ოპერაციაზე პროგრამულად დაბეჭდილი ქვითარი გასცენ, რომელიც განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.

ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს.

მათ შორისაა: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ცვლილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ანგარიშგებას ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში” – რას წერს ბაბი კირკიტაძე?

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
“უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში” – რას წერს ბაბი კირკიტაძე?
მთავარი

ბაბი კირკიტაძეს დეიდაშვილი გარდაეცვალა - ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს: "უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში …გარდაიცვალა, ჩემი დეიდაშვილი, კესო …პანაშვიდი - 1 და 2 სექტემბერი. დაკრძალვა - 3 სექტემბერი. მისამართი:...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს  - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. კაცი ადილიის დასახლებაში იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში პოლიციელი იყო. მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

დაწვრილებითDetails

საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში სოკო, რომელიც “ნელ სიკვდილს იწვევს”

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში სოკო, რომელიც “ნელ სიკვდილს იწვევს”
მთავარი

მარ­თა­ლია, სოკო სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­კო­თი მო­წამ­ვლა მსოფ­ლი­ო­ში საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ რისკს წარ­მო­ად­გენს. სტატიას AMBEBI.GE აქვეყნებს. საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის სო­კოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ცნობილია ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულების ვინაობა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კახათში ი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი პირი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ღო­ბეს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ახალ­გაზ­რდა...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით,  მამუკა მდინარაძის გადადგომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს. ამის შესახებ იურისტმა "პირველებს" განუცხადა. ლილი გელაშვილის თქმით, მომდევნო წერილში ექს-პრემიერი დეტალურად ისაუბრებს მამუკა მდინარაძის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა
მთავარი

ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენსვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.მარია საქართველოში მარტო...

დაწვრილებითDetails

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

დაწვრილებითDetails

„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30 წლის გახდომას…“ – სოფო ბიბილაშვილის ემოციური მიმართვა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

დღეს,  12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გური დადიანიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით მისი დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"