LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

დაპოსტა 2026/09/01-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის „მთავარია ნდობის მშენებლობის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“.

„არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. ასეული შემთხვევა შეიძლება გავიხსენო იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომენტარს აკეთებდა დღევანდელი ხელისუფლება, თუნდაც, იმ პერიოდის ადამიანები, რომლებიც თავისუფალ სივრცეში მსჯელობას არ ერიდებოდნენ. ბევრი კითხვა დარჩა და ამ კითხვებს მთლიანად რომ გასცემ პასუხს, მიხვდები, რომ კონსპირაციას ჰქონდა ადგილი. რატომ იყო სულ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს არ აინტერესებს, ზოგადად, ცხინვალის რეგიონი, არ აინტერესებს აფხაზეთი?! რომ რუსეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პროვოკატორ-სეპარატისტებს, ჩავიდნენ მოსკოვში, ვიმსჯელოთ, რა ხდება საერთოდ?! 8 აგვისტოს შუადღემდე ლაპარაკი არ იყო იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა საფრთხეს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ოკუპაცია უნდა მომხდარიყო. რატომ არ გაიყვანეს მოსახლეობა?! რატომ აძალებდნენ სახელმწიფოს მიერ უკანონო შექმნილ სტრუქტურებს რომ იმ რეგიონში დარჩენილიყვნენ?! იმ ხალხმაც, ვინც იქ მუშაობდა, ვაჟკაცობა გამოიჩინა. რომ არა 1-2 ადამიანის პრინციპული პოზიცია, გაცილებით მეტი იქნებოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

რატომ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სწორედ საქართველოა მიზეზი იმისა, რომ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიანი გახდა? სულ სხვა კონტექსტით უნდა იქნეს ეს საკითხი განხილული და არა პრიმიტიულად – 7-ში დაიწყო ომი, თუ 8-ში. საიდან დაიწყო, როგორ ვითარდებოდა და ვის რა ინტერესი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით?! განგაში რატომ არ ატყდა ივლისში?! უშიშროების საბჭოს რატომ არ მიმართეს, რომ ყველამ იცოდა, სამხედრო სვლები მიმდინარეობდა როკის გვირაბის იქით?! ეს არის საკითხები.

დღევანდელ დღეს კიდევ გრძელდება ტენდენცია და ახლა ახალი ფორმა, ახალი სიძლიერე მიიღო იმ აზრმა, რომ როგორმე კიდევ ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდეს. ჩვენი პოლიტიკა ემყარება ერთ მთავარ მიზანს – რომ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, ნდობის ის ხარისხი იყოს, რომ როდესაც დადგება გარკვეული პერიოდი, დრო, ამ ვითარებაზე, რასაც ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ამ ბაზაზე, აშენდეს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების გარკვეული შენობა. ამას სჭირდება მოთმინებით და ინტენსიურად გეგმა-ზომიერად მუშაობა. ამ მიმართულებით მივდივართ.

პოლიტიკური მოსაზრებების საზოგადოებებზე მაქვს ლაპარაკი – რადიკალური განსხვავების მიუხედავად, ამოცანა არის ერთი – რომ ჩვენმა შვილებმა დღეს ერთმანეთს უყურონ არა თოფის სამიზნიდან, არამედ თვალებში ჩახედონ. ჯანსაღი მომავლის შესაქმნელად საჭიროა სტაბილური დამოკიდებულება.

კოლეგა ოპონენტებს შევახსენებ – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი და ვერც სტრასბურგის სასამართლოში ვერ იქნებოდა მოგებული ის საკმაოდ რთული საქმეები, რომელიც ჩვენმა იურისტებმა მოიგეს.

ჩვენთვის დღეს მთავარია ნდობის მშენებლობის ის პოლიტიკა, ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ყალბი განცხადებებით და პროპაგანდისტულ ველზე დივერსიული შემოჭრებით, რასაკვირველია, ჩვენ სერიოზულად დავზიანდებით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში” – რას წერს ბაბი კირკიტაძე?

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
“უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში” – რას წერს ბაბი კირკიტაძე?
მთავარი

ბაბი კირკიტაძეს დეიდაშვილი გარდაეცვალა - ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს: "უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში …გარდაიცვალა, ჩემი დეიდაშვილი, კესო …პანაშვიდი - 1 და 2 სექტემბერი. დაკრძალვა - 3 სექტემბერი. მისამართი:...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს  - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. კაცი ადილიის დასახლებაში იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში პოლიციელი იყო. მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

დაწვრილებითDetails

საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში სოკო, რომელიც “ნელ სიკვდილს იწვევს”

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში სოკო, რომელიც “ნელ სიკვდილს იწვევს”
მთავარი

მარ­თა­ლია, სოკო სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­კო­თი მო­წამ­ვლა მსოფ­ლი­ო­ში საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ რისკს წარ­მო­ად­გენს. სტატიას AMBEBI.GE აქვეყნებს. საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის სო­კოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ცნობილია ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულების ვინაობა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კახათში ი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი პირი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ღო­ბეს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ახალ­გაზ­რდა...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით,  მამუკა მდინარაძის გადადგომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს. ამის შესახებ იურისტმა "პირველებს" განუცხადა. ლილი გელაშვილის თქმით, მომდევნო წერილში ექს-პრემიერი დეტალურად ისაუბრებს მამუკა მდინარაძის...

დაწვრილებითDetails

რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს...

დაწვრილებითDetails

სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა
მთავარი

ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენსვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.მარია საქართველოში მარტო...

დაწვრილებითDetails

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

დაწვრილებითDetails

„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30 წლის გახდომას…“ – სოფო ბიბილაშვილის ემოციური მიმართვა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

დღეს,  12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გური დადიანიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით მისი დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"