თერჯოლის მუნიციპალიტეტის მინი სტადიონზე ფეხბურთში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშების მორიგი შეხვედრა გაიმართა თერჯოლისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის, რომელიც თერჯოლის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით ტურნირი 2019 წელს დაარსდა და მასში 12 მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულ გუნდს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა .
გუნდები დაყოფილია სამ ქვეჯგუფად. თითოეულ ჯგუფში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი. თამაშები გაიმართება წრიული სისტემით.
ტურნირის ჩატარება ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გაიმართება.