მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც შსს-ში მთავარს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.










