LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა –  მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა – მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

დაპოსტა 2026/08/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება
ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა.
ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, – რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, – „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.
დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
ასევე, 2026 წლის ზაფხულში გამოცხადებული იყო რეგისტრაცია ქართულის ენის შემსწავლელ დაწყებით კურსზე, რომელზე რეგისტრაციის ბოლო თარიღიც 24 აგვისტო იყო, თუმცა 21 აგვისტოსთვის მისი სტატუსი განსაზღვრულია, როგორც „გაუქმებული“.
„პოლიტიკური მოტივი“
ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2026 წელს აცნობა ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომ დაფინანსებას წყვეტდნენ:
„მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი [სტივენ ჯონსი] ტენდენციური კაციაო, ესე იგი, ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო“, – დაწერა კობახიძემ.
პროფესორმა სტივენ ჯონსმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, – რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.
მლნ-იანი დაფინანსებით დაფუძნდა.
„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა“, – წერს ისტორიკოსი.
„ფაქტობრივად, დაიხურა“
იგი ასეთი მცდელობის მაგალითად ასახელებს 2023 წელს საქართველოში „აგენტების კანონის“ პირველ ჯერზე მიღებისას იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს, ჰარვარდში ჩასულიყო და ლექცია წაეკითხა.
„ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ.“ – წერს ისტორიკოსი კობახიძე.
მისი განცხადებით, პროგრამის ხელმძღვანელმა სტივენ ჯონსმა სცადა ქართული ბიზნესი დაეინტერესებინა პროგრამის დაფინანსებით, თუმცა უშედეგოდ.
„პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი. თუ ვინმეს ეს პოსტი კეთილშობილური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, შეიძლება პროგრამის გადარჩენას სულზე მიუსწროთ“, – წერს იგი 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.
ნათია ჭანკვეტაძე, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ პროგრამას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოს შესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მინიმუმ ერთი წელი, პროგრამის დახურვის პირობებშიც გრძელდება“.
„და მეტიც, ახალი პროექტიც იგეგმება. ახალ ინსტიტუციურ სახლთან ერთად, ისევ ჰარვარდში“, – წერს ჭანკვეტაძე.
რადიო თავისუფლება
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რისკს უკავშირდება – დაავადაებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.   სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი...

დაწვრილებითDetails

ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა – ექსპრემიერის ნათესავი სამსახურიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დის ქმარი, ლევან სანამაშვილი პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გაუშვეს - ადვოკატ, ლილი გელაშვილის ინფორმაციით ნათია თამაზაშვილის მეუღლე სმსახურიდან ახსნა-განმარტებების გარეშე დაითხოვეს.   ღარიბაშვილის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მიზეზი დაპატიმრებული...

დაწვრილებითDetails

ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩაერივნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
თაღლითური შეთავაზებები მატჩის მოახლოებასთან ერთად გახშირდება – რას ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულამდე უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ. „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა 3 ნათესავი დაჭრა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე...

დაწვრილებითDetails

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. კარგი დღეა იმ საქმეების დასასრულებლად, რომლებიც დიდი ხანია გადადეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. ფინანსურად სჯობს იმპულსურ ხარჯებს მოერიდოთ.   კურო 22...

დაწვრილებითDetails

22 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°;...

დაწვრილებითDetails

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"