მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება”.
ამასობაში, რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება!
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა!
P.S. ჩემი საქართველო აქ არის!” – წერს მაია კალანდია.
ცნობისთვის, მანამდე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.
ამ ფონზე, ირკვევა, რომ სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა, ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს – ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.










