ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად.
გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.
„საშინელებაა, როცა შენი სიცოცხლე იწირება და პასუხს არავინ აგებს. პოლიცია ჩვენს ქვეყანაში არ იცავს ადამიანს… პოლიცია იმისთვისაა, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, მაგრამ არ იცავს, სადაა? თითქმის ერთი წელი გახდა და გამოძიებას პასუხი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ მპასუხობს გამომძიებელი, დაზარალებულის სტატუსიც კი არ მომანიჭეს, რომ გავიგო, რა ეტაპზეა გამოძიება.
ის მაინც მითხრან, რომ სეირან, ბოდიში, თქვენი ცოლია დამნაშავე. ჩემი ცოლი, ირინა 60 წლის გახდებოდა, გუშინ იყო მისი დაბადების დღე,“ – უყვება “ბათუმელეს” სეირან ბაროიანი.
„იმ დილითაც სახლიდან ადრე გავიდა ირინა,“ – სეირან ბაროიანი ავარიის დღეს იხსენებს „ბათუმელებთან“. – „ირინა ბავშვის მომვლელად მუშაობდა. სახლიდან როცა გადიოდა, დამიბარა, განაგრძეთ კითხვა










