LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/08/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე სისტემის, მიკროკლიმატის კვლევისა და მოზაიკის კონსერვაციის საკითხებზე დეტალურ განმარტებებს სთავაზობს. კომიტეტი აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და საკონსერვაციო სფეროს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

,,

⛪ განცხადება გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიასა და რეალურ ფაქტებზე

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე. სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) პირდაპირ და მკაფიო ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი, რომელიც ყველა ურთულეს გამოწვევას პასუხობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა განხორციელებულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.

ასევე, უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი. ამასთან, გავრცელებული წერილი, რომლის ავტორიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსანს ან მსახური სასულიერო პირების მრევლს.

ამავე კონტექსტში გაჟღერდა მცდარი მოსაზრებები სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. ისტორიული და არქეოლოგიური რეალობა ისაა, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ, რაც დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით — სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით.

გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდეციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ , რომ ზემოხსენებული კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო — კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი, რომლის სახელმძღვანელოებითაც კლიმატოლოგიის დარგის სპეციალობებზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. შესაბამისად, გაუგებარია ბატონი კამუფოს ანგარიშში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიჩნევა, რეალობა კი ის არის, რომ კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის, კერძოდ: იმდენად, რამდენადაც გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება და იწყება ინტენსიური დათბობა, ამ დროს კი ტაძრის კედლები რომელთა სისქეც 170 სმ-ია, ზამთრის სიცივეს ინარჩუნებს და როდესაც მზისგან გამთბარი ჰაერი ინტერიერში შეედინება, ხდება ტაძრის იატაკისა და კედლების (დაახლოებით 70 სმ. სიმაღლემდე) დატენიანება/კონდესირება. ფიზიკის საკითხია, რომ სითბოსა სიცივის შეხებისას ჰაერში არსებული ტენი განიცდის კონდესაციას და მკვეთრი კონტრასტის დროს ნამის წვეთებიც კი წარმოიქმნება. ამიტომ, ერთ-ერთ აპრობირებულ გამოსავლად პროფესორი კამუფო იატაკის ნელ-ნელა შეთბობას გვთავაზობს, გაზაფხულის დათბობიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, მანამ ვიდრე ტაძარის ტემპერატურა და გარე ტემპერატურა ისე არ გათანაბრდება, რომ კონდესაცია აღარ მოხდება.

ხაზგასასმელია, რომ პროფესორ კამუფოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთბობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა და მრავალმხრივი დამუშავება. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით.

გაუგებრობას იწვევს იტალიურ ინსტიტუტთან — Opificio delle Pietre Dure-თან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება, თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი ჩამოგვყავს ძეგლზე „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად, ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი.

ცინიკური და ფარისევლურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე დიდი გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს, ბატონი კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე, არავის უზრუნია გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. აღნიშნულ მუდმივმოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არცერთხელ მოუწვევიათ ერთი ექსპერტიც კი, რომ არათუ ხარაჩოდან, არამედ იატაკის დონიდან მაინც შეეფასებინათ უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა, რომელიც როგორც ბატონი კარლო ბაკურაძისა 80-იანი წლებისა და ბატონი რობერტო ნარდის ამჟამინდელი ანგარიშები ცხადყოფს, მოზაიკის დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად, იდენტურია. ასევე ცინიკური და ფარისევლურია, საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას.

მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგინა სახე.

საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ტექსტი, რომელიც გელათის მონასტრის ერთ-ერთ სტიქაროსანს ეკუთვნს.

წერილის ავტორი გელათის მთავარ და წმინდა გიორგის ტაძრებში მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებდა. მისი მტკიცებით, ფრესკებს იატაკიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე ხავსი ჰქონდა მოკიდებული, გახშირებული იყო ფრესკების ცვენა და კედლებზე ღია ბზარებიც შეინიშნებოდა. ავტორი პრობლემებს ძველი სადრენაჟე სისტემის მოშლასაც უკავშირებდა და აცხადებდა, რომ წყლის დაგროვება ტაძრების საძირკველს აზიანებდა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე კი - უდანაშაულოსგან.“   როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"