4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფლეგრეის ველებზე — ვულკანურ ზონაში, რომელიც სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად მდებარეობს; შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა შენობები და ეკლესიები.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ 10 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირა. ინსტიტუტის განცხადებით, პარასკევს მომხდარი ბიძგი ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც ფლეგრეის ველებზე სეისმური აქტივობა გაძლიერდა; ეს ვულკანური ზონა, რომელიც ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს, ბოლო წლებში მზარდ სეისმურ აქტივობას განიცდის. მიწისძვრა იგრძნობოდა როგორც ნეაპოლში, ისე მეზობელ დასახლებებში.










