ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფასების პორტალზე არასასურსათო პროდუქტების დამატების შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც „რითეილს ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პორტალზე დაემატება ისეთი ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია, როგორიცაა: კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხის ფხვნილი და სხვა ჰიგიენური საშუალებები.
„ეს იქნება არასასურსათო პროდუქტები ისეთი, როგორიცაა: კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხის ფხვნილი და სხვა ჰიგიენური საშუალებები.
ეს მაინცდამაინც სოციალური პროდუქტი არ არის, უფრო დამატებითი განაგრძეთ კითხვა










