“ოთხი შვილის მამა დაიღუპა… ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო” – ბათუმში ავარიას 39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეზობელია ლევანი, ოთხი შვილის მამა, უფროსი შვილი 14 წლის იქნება, პატარა ერთი წლის არის. ჰყავს მეუღლე. ლევანის დედა ემიგრაციაში – იტალიაშია. ეს თავზარდამცემი ამბავი იქ გაიგო, რომ მონატრებული შვილი აღარ ჰყავს. საუკეთესო და თბილი ადამიანი იყო ლევანი, სიტყვები არ მყოფნი, ვუსამძიმრებ ყველას”, – ამბობს მეზობელი.
“ჩემო ლევან, როგორ მეწვის გული, შენც ხომ უმამოდ გაიზარდე, ახლა შენი შვილები დაობლდენ და ისინიც ასე… ჯერ ხომ ახალგაზდა იყავი”, -წერს ახლობელი,
ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა ლევანის დამ ფეისბუქზე.
“დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა… არ მჯერა, ღმერთო, რატომ?!
მე ახლა ვინ უნდა დამიძახოს დაია, ძმაო. ისე ლამაზად მეძახდი დაიას.
ძმაო, არ მჯერა, რომ შენ გარეშე უნდა გავაგრძელო ცხოვრება. თითქოს გულიდან ყველაზე ძვირფასი ნაწილი წამართვეს. შენ მხოლოდ ჩემი ძმა არ იყავი – ჩემი ძალა, ჩემი იმედი, ჩემი მეგობარი და ჩემი სიამაყე იყავი.
შენ არასოდეს წახვალ ჩემი გულიდან. ყოველი დღე შენი მონატრებით დაიწყება და შენი მოგონებებით დასრულდება. ყველაფერს გავიღებდი, ერთხელ კიდევ რომ ჩამეხუტებინე და მეთქვა, როგორ ძალიან მიყვარხარ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ვიცი, ზეციდან მიყურებ და ისევ დამიცავ, როგორც ყოველთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იცოცხლებ, ძმაო. სანამ მე ვსუნთქავ, შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი სიყვარული არასოდეს გაქრება. მიყვარხარ უსასრულოდ.
ძმაო ლეო, სული ხორცამდე მეწვის”.
მეორე ახალგაზრდა დაზიანებებით კლინიკაშია. როგორც დაშავებული ბიჭის ახლობელი ამბობს, ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამჟამად რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
📰 გააგრძელე კითხვა...