ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა – საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული „დაჯგუფება“ სახელისუფლებო კალთის ქვეშ შეიქმნა და უნდა ველოდოთ, რომ მას მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოიყენებენ.
ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკი დევს და „ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ეს ადამიანები მოქმედებას ხელისუფლების მითითებით აპირებენ“.
„მე, უპირველეს ყოვლისა, ამას სახელმწიფოს ჩამოშლის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნიშნად მივიჩნევ. შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები გამართულად მუშაობს, კანონი კანონობს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დონეზეა, მსგავსი რამ იქმნებოდეს და ამაზე რეაქცია არავის ჰქონდეს. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვარი მხარდაჭერის ტექსტებს გამოთქვამენ ამ მოძრაობის მიმართ. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მათი მითითებით აპირებენ ქმედებებს – ეს იქნება დაპირისპირება განსხვავებულ აზრთან, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან. მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია ნებისმიერი იქ მჯდომი ადამიანი 15-20 წუთით რომ დასვა და ქართულ ღირებულებებზე ალაპარაკო – რა წარმოდგენები აქვთ?! რა წარმოდგენები აქვთ, მათ შორის, ეკლესიაზე?! როგორ შეიძლება ადამიანს მუშტით წარმოედგინოს იმის დაცვა, რაც სამყაროში ყველაზე ძლიერია?! ქრისტეს სიტყვაზე და ქრისტეს ეკლესიაზე ძლიერი ამ საუკუნეების განმავლობაში არაფერი შექმნილა. ამათი დაცვის გარეშე მოვიდა აქამდე ეს ყველაფერი. ვიღაცამ გადაწყვიტა ახლა თავისი შეხედულებისამებრ ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველაფრიდან,“ – განაცხადა ჩიხრაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ „დაჯგუფების“ წარმომადგენლების გუნება-განწყობაზე და შეხედულებებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები, რაც ანომალიური მოვლენაა.
ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრებზეა.
„მე იმედი მაქვს, რომ [პატრიარქის] ხმას გავიგებთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი დევს ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნაში და ამ ტიპის ქმედებების განხორციელებაში – როდესაც ადამიანები ადამიანებს შეხედულების გამო, ერთმანეთს უპირისპირდებიან. დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, პირდაპირ შეიქმნა სახელისუფლებო კალთის მფარველობის ქვეშ და უკვე უნდა ველოდოთ, რომ განაგრძეთ კითხვა










