“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.
მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა.
„ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი “იმერეთი”. … ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.
ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, – აღნიშნა მან “ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დაახლოებით დილის რვა საათისთვის დაფიქსირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა









