დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა. ქეთი 54 წლის გახდებოდა.
ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, სასტუმრო “არგოში” ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის “ყველა ბაღიდან წავა ზამთარი” პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალიატი ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო “ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.









