მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს
,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის განმავლობაში ძაღლები არ გაჩერებულან. რამდენიმე ახალგაზრდა რამდენიმე მანქანის გახსნას ცდილობდა წინა მხარეს. ზუსტად არ ვიცით, გახსნეს თუ არა, რადგან მანქანებიდან სიგნალიზაციის ხმა ისმოდა.
შემდეგ უკანა მხარეს გადმოინაცვლეს. ვეძახდით, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდათ. გადაღება ვერ მოვასწარით. რომ ვაკვირდებოდით, გაბრაზდნენ, ფანჯარასთან მოირბინეს და ფანჯრის მიმართულებით იარაღი დაგვიმიზნეს. გავიდნენ სხვა ბინებისკენ თუ ვინმე ამოიცნობთ, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება
მშობლებსაც მივმართავ იცოდეთ, სად დადიან თქვენი შვილები დილის 4 საათზე.” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.









