იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა – ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...










