LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იტალიაში ხანძარს ებრძვიან – ცეცხლი რომის გარეუბანში, ტყის მასივს მოედო

ტყის ხანძრების რისკი იზრდება – დაიცვას ტყეში უსაფრთხოების წესები – სატყეო სააგენტო

დაპოსტა 2026/07/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.

„განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყის ხანძრების რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, – აღნიშნა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები. QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.

„ეროვნული სატყეო სააგენტო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან – თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მეგობარი მოატყუა და 16 800 დოლარს თაღლითურად დაეუფლა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

2 პირი თანასოფლელ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფერდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე...

დაწვრილებითDetails

15 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ მედიაზე წვდომა ეკრძალებათ – საფრანგეთმა კანონი მიიღო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი...

დაწვრილებითDetails

მაღაროელების სასამართლო პროცესი 8 სექტემბრამდე გადაიდო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
მაღაროელების სასამართლო პროცესი 8 სექტემბრამდე გადაიდო
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 სექტემბრამდე გადაიდო. მერაბ სარალიძის ადვოკატის მარიამ პატარიძის განცხადებით, მაღაროელები საბოლოო სიტყვით...

დაწვრილებითDetails

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა – ჟურნალისტს ნათია დოლიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა – ჟურნალისტს ნათია დოლიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. “ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი აგვამაღლებს – ალექსანდრა პაიჭაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ქუთაისი აგვამაღლებს – ალექსანდრა პაიჭაძე
მთავარი

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე სამი სახლი დაიწვა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

გომის მთაზე, კონკრეტულად, თომანოვის წყლის მიმდებარედ, 3 სახლში გაჩნდა.   შემთხვევის ამსახველ ვიდეოს სოციალური ქსელის მოხმარებელი, ენრიკო ნაკაშიძე აქვეყნებს და წერს, რომ სახლებიდან ადამიანების გამოყვანა დროულად მოხდა და არავის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას მარტივად შეძლებთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ფინანსებთან დაკავშირებით. საღამო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ ჩაივლის.   კურო კარგი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"