გარდაიცვალა დამსახურებული არტისტი, პროფესორი გიორგი (ჟორა) ლომთაძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ლელა ლომთაძე ავრცელებს.
ჟორა ლომთაძე მოსკოვში დაიბადა. მან 1962 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1962 წელს. 1967 წელს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი და 1972 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.
1972 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი), 1998-2007წწ. დირექტორი, პარალელურად 1972 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი), 1974-1976წწ. დირექტორი, პარალელურად 1974 წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”), გოჩა (მ. ბალანჩივაძე “დარეჯან ცბიერი”), ჩალხია, ქრისტეფორე(ო. თაქთაქიშვილი “მინდია”, “პირველი სიყვარული”), გელა(რ. ლაღიძე “ლელა”), თავადი ლევანი(ვ. დოლიძე “ქეთო და კოტე”), გრიბოედოვი (დ. თორაძე “ჩრდილოეთის პატარძალი”); სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა (ვერდი “რიგოლეტო”, “ტრავიატა”, “ტრუბადური”), გენრიხ ასტონ, ბელკორე (დონიცეტი “ლუჩია დი ლამერმური”, “სიყვარულის ნექტარი”), ალფიო (მასკანი “სოფლის პატიოსნება”), ონეგინი, ზარეცკი (ჩაიკოვსკი “ევგენი ონეგინი”, “პიკის ქალი”), ალეკო (რახმანინოვი “ალეკო”).
ჟორა ლომთაძე გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი, მან ეს ჯილდო 1986 წელს მოიპოვა, იყოს ღირსების ორდებოსი, საქართველოს სახალხო არტისტი და საპატიო ორდენის მფლობელი.










